Saturday, November 10, 2012

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება-საყოფაცხოვრებო ნარჩენები და მათი მართვა.
პროექტის მთავარი იდეა-პრობლემის დანახვა,იდენტიფიცირება შესწავლა და მართვა.
პროექტის აქტუალობა-დაბინძურება იწვევს გარემოს ცვალებადობას,არეულობას ,ზიანს და დისკომფორტს ფიზიკურ სისტემებსა და ცოცხალ ორგანიზმებში.ადამიანთა საქმიანობა სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს.გარემოს დაბინძურების ერთ-ერთი ფორმაა საყოფაცხოვრებო ნაგვის დაყრა.წლების განმავლობაში იმდენად ბევრი ნარჩენები დაგროვდა დედამიწის ზედაპირზე,რომ ცნობილმა ფიზიკოსმა ნობელის პრემიის ლაურეატმა ნილს ბორსმა თქვა:,,კაცობრიობა ატომურ კოშმარში კი არ დაიღუპება,იგი ჩაიხრჩობა საკუთარ ნარჩენებში“
პროექტის მიზანი-რაც შეიძლება მეტ ადამიანს ეცოდინება ნარჩენებისაგან გამოწვეული საფრთხის შესახებ და ისწავლიან როგორ უნდა გამოიყენონ საყოფაცხოვრებო ნარჩენები სასარგებლოდ.
ასაკობრივი ჯგუფი-Xკლ.
ვადები-3კვირა.
მოსალოდნელი შედეგები-ადამიანები გაუფრთხილდებიან გარემოს,გააცნობიერებენ მოსალოდნელ საფრთხეებს და ისწავლიან ნარჩენების სწორად და ეფექტურად გამოყენებას.
კერძოდ:1-თუ რა საფრთხეს შეიცავს ფოთლების,პოლიეთილენის ბოთლების და პოლიეთილენის პარკების დაწვა-შესაბამისად რაუნდა ვუშველოთ ამ პრობლემას.
2-ისწავლიან ,,კომპოსტირებას“,-თუ როგორ გამოიყენონ ორგანული ნარჩენები,რომ მიიღონ ორგანული სასუქი კომპოსტი ანუ ,;შავი ოქრო“,რაც ნიადაგის აღდგენის საუკეთესო საშუალებაა.
3-დავასუფთავებთ სოფლის ცენტრის გარემოს და მოპოვებული ნარჩენებით(ბოთლები,პარკები,საბურავები,ჯაჭვები,საღებავების კოლოფები,ფოთლები)საბავშვო ბაღის ეზოში გავაკეთებთ ლამაზ ეზოს და გასართობ საშუალებებს.
პროექტისთვის საჭირო რესურსები:ინტერნეტ რესურსები,წიგნები რვეულები,მობ.ტელეფონები,კომპიუტერი,პროექტორი,ფლიფჩარტები,მარკერები,რეზინის ხელთათმანები,დიდი ტომრები,ქაფები,სხვადასხვა ფერის საღებავები,ფოტოაპარატი,ვიდეო აპარატი,ფიცრები,ნიჩბები,ნარჩენები.
პროექტის მსვლელობა-25მოსწავლეს დავყოფ ჯგუფებად,თითოეულ ჯგუფს თავისი სურვილის და შესაძლებლობების შესაბამისად მივცემ დავალებებს.:
Iჯგ.-მოამზადებსკომპოსტირების შესახებ ინფორმაციას  და  ამ  თემით  დაინტერესებულ მოსახლეობას ანახებს ,როგორ  მზადდება კომპოსტი, ამისათვის გამოვიყენებთ სკოლის  საცდელი  ნაკვეთის  ტერიტორიას.
IIჯგ- დაამზადებს  აქციისთვის პლაკატებს-„გაიტანე  ნაგავი სანამ  თვითონ  გაგიტანდეს“
რა დრო  ჭირდება  ბუნებაში  ნარჩენების  დაშლას
ნარჩენები
დაშლის  დრო
1.      ქაღალდი
1 თვე
2.      შალის  ქსოვილი
1  წელი
3.      ხის  ტოტები
4 წელი
4.      შეღებილი   ფიცარი
13წელი
5.      კონსერვის ქილები
100 წელი
6.      ალუმინის  ქილები
500წელი
7.      პლასტმასის  ბოთლები
500 წელი
8.      მინის  ბოთლები
არ იშლება







მე  მიყვარს  --------სუფთა გარემო,  სუფთა  ჰაერი,  ლამაზი  ეზო,  ლამაზი  სოფელი, ლამაზი  მსოფლიო.
<< მსოფლიო იძირება   ნაგავში>>
III--ჯგუფი წარმოადგენს საბავშო  ბაღის  ეზოს ნახატს ან გეგმას  რა  და  როგორ  შეძლება მოვაწყოთ  ეზოში.
IV-ჯგ .მოიძევს  და  საპრეზენტაციოდ გაამზადებს  თემას  ნარჩენების სახეობების  და  მათი  მართვის  შესახებ.
V-ჯგ. მოიძევს  რესურსებს  და  გაარკვევს  დანარჩენ  ჯგუფებთან როგორ  და  ვისი  დახმარება  ესაჭიროებათ.
1.      ეტაპი - სოფლის  ქუჩებში მოეწყობა აქცია , მსვლელობა პლაკატებით  და  კალათებით.  მსვლელობის  დროს  მოხდება  ქუჩებიდან  თან  ფოთლების და  ბოთლების აგროვება და  ამავდროულად  გაცნობა  თარიღის და  ადგილის,  როდესაც  გვექნება  პრეზენტაცია  ნარჩენების მართვის  შესახებ.
2.      პრეზენტაცია.
3.      ეტაპი-- სოფლის   ცენტრის  დასუფთავება, ნარჩენების  დახარისხება.
4.      ეტაპი-- კომპოსტის  მოწყობა.
5.       ეტაპი--- საბავშო  ბაღის  ეზოში საინტერესო  და  გასართობი  საშუალებების  მოწყობა.
საგნებთან  და  სასწავლო  გეგმასთან  კავშირი: კავშირი  ბიოლოგიასთან,  ქიმიასთან,  გლობარულ  გეოგრაფიასთან და  სტატისტიკასთან, ი.ს.ტ- ის  გამოყენებასთან.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
პროექტის   ხელმძღვანელი----ირმა პარუნაშვილი.
ხელმძღვანელის  ელ.  ფოსტა:irmaparunashvili12@gmail.com