პროექტის სახელწოდება-საყოფაცხოვრებო
ნარჩენები და მათი მართვა.
პროექტის მთავარი
იდეა-პრობლემის დანახვა,იდენტიფიცირება შესწავლა და მართვა.
პროექტის აქტუალობა-დაბინძურება
იწვევს გარემოს ცვალებადობას,არეულობას ,ზიანს და დისკომფორტს ფიზიკურ სისტემებსა და
ცოცხალ ორგანიზმებში.ადამიანთა საქმიანობა სერიოზულ ზიანს აყენებს გარემოს.გარემოს
დაბინძურების ერთ-ერთი ფორმაა საყოფაცხოვრებო ნაგვის დაყრა.წლების განმავლობაში იმდენად
ბევრი ნარჩენები დაგროვდა დედამიწის ზედაპირზე,რომ ცნობილმა ფიზიკოსმა ნობელის პრემიის
ლაურეატმა ნილს ბორსმა თქვა:,,კაცობრიობა ატომურ კოშმარში კი არ დაიღუპება,იგი ჩაიხრჩობა
საკუთარ ნარჩენებში“
პროექტის მიზანი-რაც
შეიძლება მეტ ადამიანს ეცოდინება ნარჩენებისაგან გამოწვეული საფრთხის შესახებ და ისწავლიან
როგორ უნდა გამოიყენონ საყოფაცხოვრებო ნარჩენები სასარგებლოდ.
ასაკობრივი ჯგუფი-Xკლ.
ვადები-3კვირა.
მოსალოდნელი შედეგები-ადამიანები
გაუფრთხილდებიან გარემოს,გააცნობიერებენ მოსალოდნელ საფრთხეებს და ისწავლიან ნარჩენების
სწორად და ეფექტურად გამოყენებას.
კერძოდ:1-თუ რა საფრთხეს შეიცავს ფოთლების,პოლიეთილენის
ბოთლების და პოლიეთილენის პარკების დაწვა-შესაბამისად რაუნდა ვუშველოთ ამ პრობლემას.
2-ისწავლიან ,,კომპოსტირებას“,-თუ როგორ გამოიყენონ
ორგანული ნარჩენები,რომ მიიღონ ორგანული სასუქი კომპოსტი ანუ ,;შავი ოქრო“,რაც ნიადაგის
აღდგენის საუკეთესო საშუალებაა.
3-დავასუფთავებთ სოფლის ცენტრის გარემოს და მოპოვებული
ნარჩენებით(ბოთლები,პარკები,საბურავები,ჯაჭვები,საღებავების კოლოფები,ფოთლები)საბავშვო
ბაღის ეზოში გავაკეთებთ ლამაზ ეზოს და გასართობ საშუალებებს.
პროექტისთვის
საჭირო რესურსები:ინტერნეტ რესურსები,წიგნები რვეულები,მობ.ტელეფონები,კომპიუტერი,პროექტორი,ფლიფჩარტები,მარკერები,რეზინის
ხელთათმანები,დიდი ტომრები,ქაფები,სხვადასხვა ფერის საღებავები,ფოტოაპარატი,ვიდეო აპარატი,ფიცრები,ნიჩბები,ნარჩენები.
პროექტის მსვლელობა-25მოსწავლეს
დავყოფ ჯგუფებად,თითოეულ ჯგუფს თავისი სურვილის და შესაძლებლობების შესაბამისად მივცემ
დავალებებს.:
Iჯგ.-მოამზადებსკომპოსტირების შესახებ ინფორმაციას და ამ თემით დაინტერესებულ მოსახლეობას ანახებს ,როგორ მზადდება კომპოსტი, ამისათვის გამოვიყენებთ სკოლის საცდელი
ნაკვეთის ტერიტორიას.
IIჯგ-
დაამზადებს აქციისთვის პლაკატებს-„გაიტანე ნაგავი სანამ
თვითონ გაგიტანდეს“
რა დრო ჭირდება ბუნებაში
ნარჩენების დაშლას
|
|||
ნარჩენები
|
დაშლის დრო
|
||
1.
ქაღალდი
|
1 თვე
|
||
2.
შალის ქსოვილი
|
1 წელი
|
||
3.
ხის ტოტები
|
4 წელი
|
||
4.
შეღებილი
ფიცარი
|
13წელი
|
||
5.
კონსერვის ქილები
|
100 წელი
|
||
6.
ალუმინის
ქილები
|
500წელი
|
||
7.
პლასტმასის
ბოთლები
|
500 წელი
|
||
8.
მინის ბოთლები
|
არ იშლება
|
||
|
|
||
|
|||
|
მე მიყვარს --------სუფთა გარემო, სუფთა ჰაერი, ლამაზი
ეზო, ლამაზი სოფელი, ლამაზი მსოფლიო.
<< მსოფლიო იძირება ნაგავში>>
III--ჯგუფი
წარმოადგენს საბავშო ბაღის ეზოს ნახატს ან გეგმას რა და როგორ შეძლება
მოვაწყოთ ეზოში.
IV-ჯგ
.მოიძევს და საპრეზენტაციოდ გაამზადებს თემას ნარჩენების
სახეობების და მათი მართვის შესახებ.
V-ჯგ.
მოიძევს რესურსებს და გაარკვევს დანარჩენ
ჯგუფებთან როგორ და ვისი დახმარება ესაჭიროებათ.
1.
ეტაპი - სოფლის
ქუჩებში მოეწყობა აქცია , მსვლელობა პლაკატებით და კალათებით. მსვლელობის
დროს მოხდება ქუჩებიდან
თან ფოთლების და ბოთლების აგროვება და ამავდროულად
გაცნობა თარიღის და ადგილის,
როდესაც გვექნება პრეზენტაცია
ნარჩენების მართვის შესახებ.
2.
პრეზენტაცია.
3.
ეტაპი-- სოფლის
ცენტრის დასუფთავება, ნარჩენების დახარისხება.
4.
ეტაპი-- კომპოსტის
მოწყობა.
5.
ეტაპი--- საბავშო ბაღის ეზოში
საინტერესო და გასართობი
საშუალებების მოწყობა.
საგნებთან და სასწავლო გეგმასთან
კავშირი: კავშირი ბიოლოგიასთან, ქიმიასთან,
გლობარულ გეოგრაფიასთან და სტატისტიკასთან, ი.ს.ტ- ის გამოყენებასთან.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან.
პროექტის ხელმძღვანელი----ირმა პარუნაშვილი.
ხელმძღვანელის
ელ. ფოსტა:irmaparunashvili12@gmail.com
No comments:
Post a Comment